საგამოძიებო სამსახურის უფროსი, თანამშრომლებთან ერთად, covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი – სოსო რამიშვილი აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში, თანამშრომლებთან ერთად, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, უწყებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამშრომელთა ჯანმრთელობის მაქსიმალური დაცულობის უზრუნველყოფა. შესაბამისად, საგამოძიებო სამსახურის პირადი შემადგენლობა ვაქცინაციას საქართველოს სხვადასხვა პუნქტშიც გაივლიან.