გრიგოლ ლილუაშვილი: ეს არ უნდა მოინათლოს, როგორც ეთნიკურ ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი, ვინც ამას ცდილობს, ის არის ამ ქვეყნის მტერი და ისინი უფრო მკაცრად იქნებიან დასჯილი

“ეს არ უნდა მოინათლოს, როგორც ეთნიკურ ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი, ვინც ამას ცდილობს, ის არის ამ ქვეყნის მტერი და ისინი უფრო მკაცრად იქნებიან დასჯილი”, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ დროისთვის დმანისში მშვიდი ვითარებაა.

„საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. სერიოზულად დაზარალებული პირების შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. რა თქმა უნდა, ჩხუბის დროს დაშავდნენ ადამიანები. მთავარია, ეს არ უნდა მოინათლოს, როგორც ეთნიკურ ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი. ვინც ამას ცდილობს, ის არის ამ ქვეყნის მტერი და ისინი უფრო მკაცრად იქნებიან დასჯილი, რადგან საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მოხდა კონფლიქტი და არ უნდა მოხდეს წაქეზება. ეს ჩვენი ქვეყნის წისქვილზე არ ასხამს წყალს“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

გუშინ დმანისში, ყოფით ნიადაგზე, ადგილობრივები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები