მიხეილ სარჯველაძე: ვიხილეთ და მოვისმინეთ არაერთი მცდელობა, რომ პროცესები შეფასებულიყო, როგორც ეთნიკურ ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირება, რაც დაუშვებელია და არ არის რეალობა

“ვიხილეთ და მოვისმინეთ არაერთი მცდელობა, რომ პროცესები შეფასებულიყო, როგორც ეთნიკურ ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირება, რაც დაუშვებელია და არ არის რეალობა”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ დმანისში მომხდარი ინციდენტის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის დმანისში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

„რასაკვირველია, ამის შემდეგ ჩვენ, ყველას გვმართებს ძალიან ყურადღებით, აკურატულად და ფხიზლად ამ მოვლენების შეფასება. აბსოლუტურად დაუშვებელი, ქართული ყოფიერებისა და ეროვნული ინტერესებისთვის მიუღებელი რამ ვიხილეთ არაერთი პოლიტიკოსისგან, ჟურნალისტისგან. აღარაფერს ვიტყვი კონფლიქტში ჩართულ მხარეებზე, რომლებიც ზედმეტის უფლებას აძლევდნენ თავს. ვიხილეთ და მოვისმინეთ არაერთი მცდელობა, რომ პროცესები შეფასებულიყო, როგორც ეთნიკურ ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირება, რაც დაუშვებელია და არ არის რეალობა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ინციდენტი გუშინ დმანისში, ერთ-ერთ მაღაზიასთან მოხდა და ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. დაპირისპირება დღესაც გრძელდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები