ლევან ვასაძე: ვალდებული და იძულებული ვარ ოკუპანტს, რომელსაც ჩემი ქვეყნის 20 პროცენტი უპყრია, დავუჯდე და ველაპარაკო

“მინდა მე თუ არ მინდა – მე ვალდებული და იძულებული ვარ ოკუპანტს, რომელსაც უპყრია ჩემი ქვეყნის 20 პროცენტი, დავუჯდე და ველაპარაკო იმიტომ, რომ ვერ წავართმევ ძალით, ვერ დავიბრუნებ ძალით”, – ამის შესახებ  „ერთობა, რაობა, იმედის“ დამფუძნებელმა ლევან ვასაძემ მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა.

“გვინდა ხალხო სისულელეებზე დროის ხარჯვა?! და ვიდგე და თავი ვიმართლო, რომ მე კრემლის აგენტი ვარ და თურმე იმისთვის მოვსულვარ, რომ ეს ქვეყანა დავაქციო?! თუ ჩემი დანაშაული ჩემი ქვეყნის წინაშე მდგომარეობს იმაში, რომ მე ვამბობ, რომ ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა და ოცნება არის აფხაზეთის და ცხინვალის დაბრუნება და დღიდან ჩემი საჯარო ცხოვრებაში შემოსვლისა მე გავაგრძელებ იმას, რასაც მრავალი წელია როგორც ჩემი ქვეყნის ჯარისკაცი, კერძო პირი ვაკეთებდი, როგორც გამწარებული პრაგმატიკოსი და მცოდნე იმისა, რომ მინდა მე ეს თუ არ მინდა – მე ვალდებული და იძულებული ვარ ოკუპანტს, რომელსაც უპყრია ჩემი ქვეყნის 20 პროცენტი, დავუჯდე და ველაპარაკო იმიტომ, რომ ვერ წავართმევ ძალით, ვერ დავიბრუნებ ძალით, თუ ეს არის ჩემი დანაშაული ჩემი ქვეყნის წინაშე, თუ ამიტომ ვარ მე მოღალატე, მაშინ გაყვეს ხალხი იმათ, ვისაც ჰგონია, რომ ამ ჩვენი გიგანტური ჩრდილოელი მეზობლის წინაშე, რომელიც ნაცვლად იმისა, რომ რაღაცნაირად მოვატრიალოთ, დაველაპარაკოთ მიაჩნია, რომ პროდუქტიულია მისი გაღიზიანება, მისი გამოწვევა და მერე მისი მოფრენილი თვითმფრინავების ხმაზე ლაჩარივით მიწაზე ხოხიალი და შიშისაგან “გალსტუკის” ჭამა”, – განაცხადა ვასაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები