MMA Georgia შერეული საბრძოლო ხელოვნების საქართველოს ჩემპიონატი მოყვარულთა შორის 16 მაისს გაიმართება
MMA Georgia შერეული საბრძოლო ხელოვნების (ბრძოლა წესების გარეშე) საქართველოს ჩემპიონატი, მოყვარულთა შორის ფინალური ორთაბრძოლები ხვალ, 12:00 საათზე აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის დარბაზში დაიწყება.
როგორც “კვირას” საქართველოს შერეული საბრძოლო ხელოვნებების ეროვნული ფედერაცის პრეზიდენტმა, გიორგი კაბულაშვილმა განუცხადა, ოქტაგონზე ის სპორტსმენები წარდგებიან, რომლებმაც მეოთხედ და ნახევარფინალები გადალახეს და ფინალში გადავიდნენ.
,,ხვალ გაიმართება შვიდი ფინალური ორთაბრძოლა, ოქტაგონზე ის სპორტსმენები წარდგებიან, რომლებმაც მეოთხედ და ნახევარფინალური შეხვედრები გამარჯვებით დაასრულეს და ფინალში გადავიდნენ. ხვალ გამარჯვებული სპორტსმენები ტიტულისთვის იბრძოლებენ და სწორედ ამ ადამიანებით დაკომპლექტდება საქართველოს ეროვნული ნაკრები, რომელიც მომავალში ბრძოლებს გამართავს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე”, – აღნიშნა კაბულაშვილმა.
შეგახსენებთ, MMA GEORGIA პირველად ატარებს ბრძოლებს მოყვარულთა შორის, რომლებსაც გზა ეხსნებათ ევროპისა და მსოფლიოს დიდ ოქტაგონებზე.