კარვები მზიურში – თსუ-ს სტუდენტები ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს სოლიდარობას უცხადებენ

თსუ-ს სტუდენტებმა რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს სოლიდარობა გამოუცხადეს და უნივერსიტეტის პირველი კორპუსის შენობასთან აქცია გამართეს.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, სტუდენტური მოძრაობა აქტიურად გაგრძელდება და საინფორმაციო კამპანიის სახეს მიიღებს.
გამოსვლების შემდეგ აქციის მონაწილეებმა მზიურის პარკში მსვლელობით გადაინაცვლეს და კარვები გაშალეს.
ალექსანდრე ძაგნიძის განცხადებით, კარვები იქნება საინფორმაციო შეხვედრებისა და მოქალაქეებთან კომუნიკაციის ადგილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები