მიხეილ სარჯველაძე: არც მქონია ოდესმე განცდა, რომ სააკაშვილი და ადეიშვილი საქართველოს მოყვარული ხალხია და საქართველოს მოქალაქეობა მათთვის რაღაც განსაკუთრებულს ნიშნავდა
‘ადეიშვილისა და სააკაშვილის მიერ საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმა მიანიშნებს, რომ მათ საკუთარ ცხოვრებაში საქართველოსთან ბმა დიდ ღირებულად არ მიჩნიათ”, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეს ნაბიჯი შეიძლება, პირადი კარიერის მოწყობისთვის იყოს გადადგმული.
„არც მქონია ოდესმე განცდა, რომ ეს ხალხი საქართველოს მოყვარული ხალხია და საქართველოს მოქალაქეობა მათთვის რაღაც განსაკუთრებულს ნიშნავდა. შესაბამისად, პირადი კარიერის მოწყობისთვის შეიძლება, იყოს ეს ნაბიჯი გადადგმული. მსგავსი მერკანტილური დამოკიდებულებებით ადამიანებისგან, რომლისთვისაც საქართველოს მოქალაქეობა დიდი ღირებულება არ არის, ნამდვილად არ მიკვირს და არაფერი უცნაური ამაში არ არის. ადეიშვილისა და სააკაშვილის მიერ საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმა მიანიშნებს, რომ მათ საკუთარ ცხოვრებაში საქართველოსთან ბმა მაინცდამაინც დიდ ღირებულად არ მიჩნიათ, რომ არაფერი ვთქვათ მათი ღირებულებების ქართულ ღირებულებებთან არათავსებადობაზე. ეს არის პრობლემა, რომელიც, სამწუხაროდ, წინა ხელისუფლებას ჰქონდა“, – განაცხადა სარჯველაძემ.
შეგახსენებთ, ზურაბ ადეიშვილს, მისივე მოთხოვნით, საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა.