კახა კუჭავა ფრაქციას „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ ხვდება – “სხვა პარტიებთანაც ვაპირებ შეხვედრას”

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ფრაქციას „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ ხვდება.

როგორც კუჭავამ შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, საუბარი მიმდინარე აქტუალურ საკითხებს შეეხება.

„დავარქვათ, რომ გაცნობითი სახის შეხვედრაა, რადგან ზოგს ვიცნობ, ზოგს არ ვიცნობ. მაქვს სურვილი, არა მხოლოდ „ლელოს“, არამედ ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს შევხვდე. რაც ყველაზე მთავარია, განსაკუთრებით მათთვის, ვინც პირველად არიან პარლამენტის წევრები, თუ რამე დახმარება სჭირდებათ, ტექნიკური იქნება თუ სხვა სახის, ჩემი მხრიდან მაქსიმალურად იყოს მხარდაჭერა. ამიტომ, არა მხოლოდ „ლელოსთან“, არამედ სხვა პარტიებთანაც ვაპირებ შეხვედრას“, – განაცხადა კუჭავამ.

პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ პარლამენტში ფრაქცია შექმნა, ფრაქციას შეუერთდნენ სალომე სამადაშვილი, არმაზ ახვლედიანი და შალვა შავგულიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები