აშშ-ის საელჩო: სწავლება – „ტროას ნაკვალევი“ კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-სა და საქართველოს შორის არსებულ ძლიერ კავშირს უსაფრთხოებისა და თავდაცვის კუთხით (ფოტო)

საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, მრავალეროვნული სწავლება – „ტროას ნაკვალევი“ კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-სა და საქართველოს შორის არსებულ ძლიერ კავშირს უსაფრთხოებისა და თავდაცვის კუთხით.

„ათი ქვეყანა ხუთი ქვეყნის ტერიტორიაზე ერთიანი გუნდით მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის მხარდასაჭერად მსოფლიოში.

Trojan Footprint სპეციალური ოპერაციების სარდლობის ყოველწლიური სამხედრო წვრთნებია, რომელიც ევროპაში ტარდება. წელს საქართველო პირველად იყო ერთ-ერთი მონაწილე მასპინძელი.

წვრთნების მიზანია ნატო-ს მოკავშირეებს შორის თავსებადობის გაზრდა, სპეციალური ოპერაციების ძალების შესაძლებლობების გაზრდა რიგ საფრთხეებთან გამკლავებაში და შეიარაღებულ ძალებთან ინტეგრაციის გაღრმავება.

ეს წვრთნები კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-სა და საქართველოს შორის არსებულ ძლიერ კავშირს უსაფრთხოებისა და თავდაცვის კუთხით“, –ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები