ლადო კახაძე: ცეკვა იქნება, სიმღერა იქნება – იყო ასეთი ტრადიცია, რომ ჯარს ძალიან ძლიერი შემოქმედებითი კოლექტივი ჰყავდა

“ჯარში მოტივაციის გასაზრდელად ხომ არ იგეგმება შემოქმედებითი ჯგუფების შექმნა”, – ამ კითხვით მიმართა დღეს “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ლადო კახაძემ თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს.

მისი თქმით, ქართულ ჯარს შემოქმედებითი კუთხით დიდი ისტორია აქვს.

,,ცოტა მსუბუქ შეკითხვას მოგცემთ… ჯარში ძალიან ბევრი ახალგაზრდა იყრის თავს, უდიდესი ნიჭით შეპყრობილნი. ცეკვა იქნება, სიმღერა იქნება… იყო ასეთი ტრადიცია, რომ ჯარს ძალიან ძლიერი შემოქმედებითი კოლექტივი ჰყავდა. რას ფიქრობთ, თავის პროფესიულ საქმიანობასთან ერთად, თავისი ნიჭის გამოსამჟღავნებლად ხომ არ დადგა დრო, აღვადგინოთ ეს ტრადიცია და ის სასწაული პოტენციალი გამოვიყენოთ, რომელიც ქართულ ნიჭს და გენს ბრძოლასთან ერთად იმ ყიჟინასა და იმ რიტუალურ ცეკვაშიც ახასიათებდა”, – მიმართა მინისტრს კახაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები