ისრაელში საქართველოს საელჩო საგანგებო განცხადებას ავრცელებს

ისრაელში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს და იქ მცხოვრებ მოქალაქეებს აფრთხილებს.

“მეგობრებო, სატელეფონო საკომუნიკაციო აპლიკაციებით (ძირითადად, watsapp) მასიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, თქვენთან სხვადასხვა ინდექსიდან სატელეფონო ზარი შემოვიდეს და ეს ტერორის მიზნებისთვის იქნეს გამოყენებული.
ამგვარი სმს-ების ქართული თარგმანიც ვრცელდება.
არ მიაქციოთ ყურადღება მსგავს გზავნილებს. ოფიციალური და საჭირო ინფორმაცია გავრცელდება საელჩოს ან/და ელჩის ოფიციალური გვერდიდან. დაიცავით წინა განცხადებებში აღნიშნული უსაფრთხოების ნორმები.
მშვიდობიან დღეს გისურვებთ”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები