ირაკლი ზარქუა: ხომ იცით, უგულავა რომელია? 48 მილიონის მოპარვა რომ დავუმტკიცეთ, სააკაშვილი-საქართველოს წინააღმდეგ, ესეც ხომ იცით? გირგვლიანის მკვლელები რომ შეიწყალა
“სტრასბურგში სარჩელი კი არ მიიღეს, არამედ მცდელობა აქვთ, რეგისტრაციაში გაატარა და უბრალოდ ითხოვენ საქართველოს მთავრობისგან, რომ კონკრეტულად რა არგუმენტები იყო”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, სარჩელი შეიტანეს უგულავამ, სააკაშვილმა და ნიკანორ მელიამ, რომლებიც ცდილობენ, საზოგადოებას შეასაღონ, რომ ეს არის უგულავა-„ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, სააკაშვილი-„ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, სინამდვილეში ეს არის დავა უგულავა-საქართველოს წინააღმდეგ.
„ხომ იცით, უგულავა რომელია? 48 მილიონის მოპარვა რომ დავუმტკიცეთ. სააკაშვილი-საქართველოს წინააღმდე, ესეც ხომ იცით რომელ თემებზეა? მათ შორის გირგვლიანის მკვლელები რომ შეიწყალა. ამ თემაზე აქვს პრეტენზია, მე რა შუაში ვარო. სტრასბურგმა დაადგინა, რომ ეს იყო სისტემური დანაშაული, სადაც ყველა უწყება იყო ჩართული. მეორე თემა არის კოლეგა პარლამენტარ გელაშვილის ცემაზე – მე რა შუაში ვარო, თურმე, ნიღბიანებმა, მოეპრიანათ და სცემეს. ნიკანორ მელია, ჰოი საოცრება, ბოლოს საქართველოს წინააღმდეგ მეო, რა შუაში ვარ აქო. ხალხი რომ მიაგდო, ჯერ მოუწოდა – შევარდითო და მერე მიაგდო და გვერდზე გადგა – აი, ამ თემებზეა. მინდა, საზოგადოებას ვუთხრა, სტრასბურგში სარჩელი კი არ მიიღეს, არამედ მცდელობა აქვთ, რეგისტრაციაში გაატარა და უბრალოდ ითხოვენ საქართველოს მთავრობისგან, რომ კონკრეტულად, რა არგუმენტები იყო. ასევე შევახსენებ საზოგადოებას, წლები ზუსტად არ მახსოვს, 2000-იან წლებში, მათ შორის მილოშევიჩმაც სამხედრო ტრიბუნალს უჩივლა სტრასბურგში და თქვა, ჩემი უფლებები დაირღვაო, შემდეგ იცით, ერთ წელიწადში რა განაჩენი დადგა მილოშევიჩის წინააღმდეგ და მსოფლიო საზოგადოებამ რა განაჩენი გამოუტანა. შეეშვან ამ ბაქი-ბუქობას. ბატონ ფრიდონსა და ბატონ ელისაშვილს მივმართავ, აი თქვენ შორის რომ არის ახლა ცარიელი თავისუფალი ადგილი, აი, იქ იქნებიან ცოტა ხანში ჩამწკრივებული ეს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. სულ მოკლე პერიოდში ის ხალხი, რომელიც ამბობდა, რომ, აი, ვერ დამიჭერ და გირაოსაც არ გადავიხდითო, შემდეგ დაიჭირეს და აქეთ მათხოვრობდნენ, რამენაირად გირაო შემახეთ ევროპულიო. ამნისტიასაც მოაწერენ ხელს, აქ შემოცუნცულდებიან და დასხდებიან სწორედ იმ თავისუფალ ადგილას“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.