პროკურორი: თუ მელიას ადვოკატებს მიაჩნიათ, რომ ბრალდებულის უფლებები დაირღვა, შესაბამისი სამართლებრივი გზები არსებობს

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმის პროკურორის, ამირან გულუაშვილის განცხადებით, ადვოკატების შუამდგომლობა მელიას მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაზე რეაგირების მოხდენასთან დაკავშირებით სამართლებრივ წესებს არ აკმაყოფილებდა.

მისივე თქმით, თუ მელიას ადვოკატებს მიაჩნიათ, რომ ბრალდებულის უფლებები დაირღვა, შესაბამისი სამართლებრივი გზები არსებობს.

„დაახლოებით, 100-მდე მოწმე ჰყავს ბრალდების მხარეს წარმოდგენილი, რომლებიც სასამართლოში დაკითხვისას ისაუბრებენ იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რასაც ადგილი ჰქონდა ნიკანორ მელიას მხრიდან დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების მომენტისათვის. დაცვის მხარემ კონკრეტული პოლიტიკოსების განცხადებები წარმოადგინა.

მხარეებისთვის ძალიან კარგადაა ცნობილი, რომ სასამართლოს სხდომათა დარბაზში განხილული უნდა იყოს ისეთი საკითხები, რაც განსახილველ თემას უკავშირდება. ნიკანორ მელიას ინტერესებს საკმაოდ კვალიფიციური ადვოკატები იცავენ და მათ კარგად იციან, რომ თუ კონკრეტულ სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით აქვთ რაიმე პრეტენზია, რა ფორმით, სად და რა კატეგორიის სასამართლოში უნდა მოხდეს ამ საკითხის დაყენება. ის, რაზეც დღეს ისაუბრეს, სისხლის სამართლის ფარგლებს სცილდება. თუ მათ მიაჩნიათ, რომ ბრალდებულის უფლებების დარღვევა მოხდა, შესაბამისი სამართლებრივი გზები არსებობს, რომელიც ჩვენზე კარგად მოეხსენება დაცვის მხარეს”, – განაცხადა გულუაშვილმა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები