ალუდა ღუდუშაური: დროებითი საგამოძიებო კომისია ეფექტური იქნება
“დროებითი საგამოძიებო კომისია დაუსვამს წერტილს 2020 წლის არჩევნების საკითხს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების შესწავლის მიზნით შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, 2020 წლის არჩევნები თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა.
„დროებითი საგამოძიებო კომისია, რომლის პირველ საორგანიზაციო სხდომასაც დღეს ვატარებთ, იქნება უაღრესად ეფექტური. მიუხედავად იმისა, ვინ შემოუერთდება, ვინ უარი თქვა და ვინ სპეკულაციის გზა აირჩია, ჩვენ მივიყვანთ ბოლომდე და დავსვამთ წერტილს იმაზე, რომ 2020 წლის არჩევნები ჩატარდა მართლაც თავისუფალ, დემოკრატიულ გარემოში“, – განაცხადა ღუდუშაურმა.