იაგო ხვიჩია: არჩევნების შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიას მხარს არ ვუჭერ, რადგან აბსურდი მგონია

“საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიას მხარს არ ვუჭერ, მის მუშაობაში მონაწილეობას არ მივიღებ”, – ამის შესახებ “გირჩის” წევრმა, დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, საგამოძიებო კომისიის შექმნას აზრი არ აქვს.

“მგონი, კომისიის ყველა წევრმა და შემქმნელმა იცოდა მისი აბსურდულობა. ჩვენ ეს ნაბიჯი გავიარეთ, შეთანხმებაზე ხელი მოწერილია, ახლა ველოდებით ჩვენი დანარჩენი კოლეგების ხელმოწერებს. მგონია, რომ ეს ფურცელი უნდა გადავშალოთ და გადავიაროთ. არანაირი საგამოძიებო კომისიის შექმნას ამ საქმესთან დაკავშირებით აზრი არ ექნება, ახლა უკვე იმ ეტაპზე ვართ. არ ვუჭერ მხარს, ამ მივიღებ მონაწილეობას და აბსურდი მგონია”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები