კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით უმრავლესობის დეპუტატები აიცრნენ

​”რესპუბლიკურ საავადმყოფოში” ვაქცინაცია საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს ჩაუტარდათ.

ნიკოლოზ სამხარაძე, შალვა პაპუაშვილი, ნინო ლაცაბიძე და გიორგი ამილახვარი AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრნენ.

შალვა პაპუაშვილის თქმით, იმუნიზაციის გარეშე პანდემიის დამარცხება შეუძლებელია.

“ვაქცინაციის პროცესი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ პანდემია დასრულდეს. ქვეყანა, ეკონომიკა კვლავ გაიხსნას, გადარჩეს ჩვენი მოსახლეობის სიცოცხლე, ჯანმრთელობა, ყველას მოვუწოდებ, გაიკეთოს ვაქცინა”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციისთვის 45 წელს ზემოთ მოქალაქეები რეგისტრაციის გავლას დღეს, 20:00 საათიდან შეძლებენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები