იაგო ხვიჩია: კოორდინაციის რაღაც ფორმა აუცილებელია თუნდაც იმისთვის, რომ ხმები დავიცვათ
“ხმების დაცვა შეიძლება, იყოს ახალი ურთიერთობის საფუძველი ოპოზიციაში, მაგრამ რაც შეეხება ერთიან კანდიდატს – სკეპტიკური ვარ საერთო კანდიდატის მიმართ”, – ამის შესახებ „გირჩის” ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ ოპოზიციის მხრიდან მერობის საერთო კანდიდატის შესაძლო წარდგენასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, კოორდინაციის გარკვეული ფორმა საჭიროა იმისთვის, რომ ოპოზიციამ ხმები დაიცვას.
„მე ჯერ ნიკასთან (მელია) არ მილაპარაკია და სანამ ადამიანთან არ ვისაუბრებ, მანამდე მიჭირს საბოლოო სიტყვის თქმა. თუმცა, სკეპტიკური ვარ საერთო კანდიდატის მიმართ ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებისა და დამოკიდებულებების გამო, რაც ბოლო პერიოდში არსებობს ოპოზიციაში, თუმცა, კოორდინაციის რაღაც ფორმა აუცილებელია თუნდაც იმისთვის, რომ ხმები დავიცვათ. ჩვენ ახლა გვჭირდება 3600 დამკვირვებელი, საოლქო – საარჩევნო კომისიის წევრი და ა.შ. რაზეც მგონია, რომ ოპოზიციამ ერთობლივად უნდა იზრუნოს, რაც შეიძლება, იყოს ახალი ურთიერთობის საფუძველი“, – განაცხადა ხვიჩიამ.