ლევან დავითაშვილი: ვაქცინაცია ერთადერთი გზაა, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში დავუბრუნდეთ ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს (ვიდეო)

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი, სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების თანამშრომლებთან ერთად, ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა.

მინისტრის განცხადებით, ვაქცინაცია მაქსიმალურად მოკლე დროში ცხოვრების ნორმალურ რეჟიმში დაბრუნების ერთადერთი გზაა.

„ვაქცინაცია ერთადერთი გზაა იმისათვის, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში შევაჩეროთ პანდემია და დავუბრუნდეთ ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს. იმედი მაქვს, ჩვენი მოსახლეობა, მათ შორის, ჩვენი უწყების თანამშრომლები, ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან, რითაც პანდემიის დამარცხებას შევძლებთ“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, მასობრივი ვაქცინაციის კვირეულის ფარგლებში, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებისა და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების მასობრივი ვაქცინაცია ხორციელდება, რაც ხელს უწყობს ვაქცინაციის მიმართ საზოგადოების ნდობისა და აქტივობის გაზრდას.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები