ნიკა მელია – ამნისტიაზე: თეორიული შანსი არ არსებობს, რომ მე დავთანხმდე იმ სიგიჟეს, რომელიც ჩაწერეს, რა თქმა უნდა, ამაზე უარს ვიტყვი
“თეორიული შანსი არ არსებობს, რომ მე დავთანხმდე იმ სიგიჟეს, რომელიც ჩაწერეს, რა თქმა უნდა, ამაზე უარს ვიტყვი”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.
მისი თქმით, ამნისტია საარაკო სიგიჟეა, რომლიც დაუშვა „ქართულმა ოცნებამ“.
„აქედანვე გადავცემ ოლიგარქს და მის წარმომადგენლობასაც, რომ უბრალოდ წარმოუდგენელია, თეორიული შანსი არ არსებობს, რომ მე დავთანხმდე იმ სიგიჟეს, რომელიც ჩაწერეს. რა თქმა უნდა, ამაზე უარს ვიტყვი. ხომ არ დაგავიწყდათ, რისთვის დამატყვევეს, ხალხო, ანტისაოკუპაციო აქციაზე ყოფნის დროს აქციაზეც არ ვიყავი, პარლამენტში ვიყავი შიგნით და იქედან გამომაძევეს, ასე აღმოვჩნდი აქციაზე, ამის შემდეგ რა და როგორც გააკეთეს, ჩემზე კარგად იცით და ახლა ვინმეს თუ აქვს იმის ილუზია, რომ მელია მიიღებს ჩემი სურვილით ამ ამნისტიას, ეს არის მათი ბროლის ოცნება „ქართულ ოცნებაში“, – განაცხადა ნიკა მელიამ.