ანა ნაცვლიშვილი: გვსურს, რომ ბრძოლის ახალ ეტაპზე პარლამენტში ვიხილოთ „ნაცმოძრაობა“ და ყველა, ვისაც აქვს მანდატი

“საპარლამენტო საქმიანობა მნიშვნელოვანი ბრძოლის ველია”, – ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრი, ანა ნაცვლიშვილი აცხადებს.

ნაცვლიშვილის თქმით, მისი პარტიის პოზიციაა, რომ ყველა, ვისაც არჩევნებზე მანდატი აქვს მიღებული, პარლამენტში იყოს წარმოდგენილი.

„ჩვენ, „ლელოს“ გვსურს, რომ, ერთიანი ოპოზიციური ფრონტით, ბრძოლის ამ ახალ ეტაპზე პარლამენტში ვიხილოთ „ნაციონალური მოძრაობა“ და ყველა, ვისაც აქვს მანდატი. ბრძოლის ეს ველი არის ისეთივე მნიშვნელოვანი, ვიდრე სხვა ველები, სადაც ასევე გაგრძელდება ბრძოლა. შესაბამისად, არ მგონია, რომ გვქონდეს საპარლამენტო რესურსის გაფლანგვის ფუფუნება“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები