ამირან გულუაშვილი: პატიმრობა იყო უალტერნატივო გარემოება იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ გირაო არ სრულდებოდა ნიკა მელიას მხრიდან

“მის მიმართ არსებობდა გარკვეული რისკები და სწორედ ამ რისკების აღმოსაფხვრელად აუცილებელი იყო აღკვეთის ღონისძიების გამოყენება”, – ამის შესახებ პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერზე, ნიკა მელიაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პატიმრობა იყო უალტერნატივო გარემოება იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ გირაო არ სრულდებოდა ნიკა მელიას მხრიდან.

“მის მიმართ არსებობდა გარკვეული რისკები და სწორედ ამ რისკების აღმოსაფხვრელად აუცილებელი იყო აღკვეთის ღონისძიების გამოყენება. რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიების კონკრეტულ სახეს – პატიმრობას, ეს იყო, ფაქტობრივად, უალტერნატივო გარემოება იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიება, გირაო, არ სრულდებოდა მისი მხრიდან. ჩვენ მიერ შემოთავაზებულ წინადადებაში, ისევე როგორც იმ სამართლებრივ გზებში, რასაც ჩვენ ვთავაზობდით დაცვის მხარეს კანონშეუსაბამო არაფერი არ არის,” – განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 40 000-ლარიანი გირაოთი შეიცვალა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები