“საქართველოს რკინიგზამ” ბათუმის მიმართულებით დამატებითი რეისი დანიშნა
საქართველოს რკინიგზამ 9 მაისს ბათუმის მიმართულებით დამატებითი რეისი დანიშნა. ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბილეთები უკვე გაყიდვაშია.
„გაზრდილი მგზავრთა ნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 9 მაისს ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისს ნიშნავს. გაითვალისწინეთ, რომ ბილეთები უკვე გაყიდვაშია“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მატარებლების მოძრაობის განრიგი იხილეთ ბმულზე.