გიორგი ვაშაძე: ევროკავშირის წარმომადგენლებს მოვუწოდებ, სწრაფად მოგვარდეს გირაოს გადახდასთან დაკავშირებული საკითხები, რათა ნიკა მელია უმოკლეს ვადებში გათავისუფლდეს
“ევროკავშირის წარმომადგენლებს მოვუწოდებ, რაც შეიძლება სწრაფად მოგვარდეს გირაოს გადახდასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხები, რათა ნიკა მელია უმოკლეს ვადებში გათავისუფლდეს”, – ამის შესახებ ,,სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
“მივესალმები ნიკა მელიას გადაწყვეტილებას ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული გირაოს გადახდის თანხმობასთან დაკავშირებით.
აქვე მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ფასილიტატორს მედიაციაში ჩართვისთვის.
მოვუწოდებ ევროკავშირის წარმომადგენლებს, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს გირაოს გადახდასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხების მოგვარება, რათა უმოკლეს ვადებში იქნეს ნიკა მელია გათავისუფლებული საპატიმრო დაწესებულებიდან”, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.
ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, გიორგი ბოტკოველის განცხადებით, ნიკა მელია თანახმაა ევროკავშირის გირაოზე.