გია ვოლსკი: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონში ცვლილებებზე ვეტოს გამოყენების საფუძველი არ არსებობს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გია ვოლსკის განცხადებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონში ცვლილებებზე ვეტოს გამოყენების საფუძველი არ არსებობს.

მისივე თქმით, ამ წინააღმდეგობით ოპოზიცია აღიარებს, რომ პოლიტიკურ ბრძოლაში ხულიგნობის იარაღად გამოყენებას აპირებს.

“ვეტო ლეგიტიმური, რა თქმა უნდა, იქნება, თუ პრეზიდენტი გამოიყენებს, მაგრამ ამის საფუძველი არ არსებობს. ფაქტობრივად, ოპოზიცია აღიარებს, რომ ხულიგნობა და ლანძღვა-გინების დამკვიდრებული კულტურა პოლიტიკურ ბრძოლაში არის ის, რასაც ისინი იარაღად გამოიყენებენ მომავალში,” – განაცხადა ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები