ნინო წილოსანი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დროულად იყოს აღმოფხვრილი ის სავარაუდო რისკები, რომელიც დავით გარეჯის საქართველოს ტერიტორიად აღიარებასთან დაკავშირებით არსებობდა
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ამტკიცებდნენ, რომ დავით გარეჯი არ არის საქართველო, რითაც ხელს უშლიდნენ დავით გარეჯის საქართველოს მთლიანობაში შემოსვლას”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.
დეპუტატის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დროულად იყოს აღმოფხვრილი ის სავარაუდო რისკები, რომელიც დავით გარეჯის საქართველოს ტერიტორიად აღიარებასთან დაკავშირებით არსებობდა
„იცით, რომ გუშინ პრემიერმინისტრს ჰქონდა მნიშვნელოვანი ვიზიტი აზერბაიჯანში, სადაც, მათ შორის, ერთ-ერთი საკითხი აღნიშნული თემა იყო. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დროულად იყო აღმოფხვრილი ის სავარაუდო რისკები, რომელიც დავით გარეჯის საქართველოს ტერიტორიად აღიარებასთან დაკავშირებით არსებობდა. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებას, რომ ისინი ზრუნავდნენ დავით გარეჯთან დაკავშირებით, ამის კონტრსაწინააღმდეგოა ის განცხადებები, რომელსაც ისინი აკეთებდნენ თავიანთი მმართველობის დროს, ამტკიცებდნენ და ამბობდნენ, რომ დავით გარეჯი არ არის საქართველო და ამით როგორც პოლიტიკურად, ასევე იურიდიულად უშლიდნენ ხელს იმ პროცესს, რომ დავით გარეჯი საქართველოს მთლიანობაში შემოსულიყო“, – განაცხადა წილოსანმა.