ნინო წილოსანი: ჩემთვის გაუგებარია, ოპოზიცია პრეზიდენტისგან ვეტოს დადებას რა მოტივით მოითხოვს
“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ცვლილებასთან დაკავშირებით, ოპოზიციას ერთადერთი გულისტკივილი უნდა ჰქონდეს იმაზე, რომ არ ჩაერთო პროცესში და არ მიიღო მონაწილეობა ამ ცვლილებების მიღებაში”, – ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა განაცხადა.
წილოსანის თქმით, მისთვის გაუგებარია, ოპოზიცია პრეზიდენტისგან ვეტოს დადებას რა მოტივით მოითხოვს.
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ცვლილებასთან დაკავშირებით, ოპოზიციას ერთადერთი გულისტკივილი უნდა ჰქონდეს იმაზე, რომ არ ჩაერთო პროცესში და არ მიიღო მონაწილეობა ამ ცვლილებების მიღებაში. მათი შენიშვნები და ობიექტური ახსნა-განმარტებები აუცილებლად იქნებოდა მიღებული. რაც შეეხება პრეზიდენტთან მათ კონსულტაციას, ჩემთვის გაუგებარია, რა მოტივით მოითხოვენ ისინი პრეზიდენტისგან ვეტოს დადებას. აღნიშნული ცვლილებები სრულ თანხვედრაშია კონსტიტუციასთან, რიგი მათგანი სწორედ საკონტიტუციო სასამართლოს მითითების მიხედვით არის შექმნილი და შეესაბამება საერთაშორისო პრაქტიკას. საინტერესო იქნება, როდესაც ისინი რეალური ოპონირების რეჟიმში შემოვლენ, დაამტკიცონ, რაზეა დამყარებული ეს უკმაყოფილება“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.