„ნაციონალები“ არა ხელისუფლების, არამედ საქართველოს ოპოზიციაში არიან“

   „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან არასამთავრობო ორგანიზაციების და საინიციატიო ჯგუფების წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. შეკრებილი მოქალაქეები „ნაციონალური მოძრაობის“ ოპოზიციაში ყოფნას აპროტესტებენ. როგორც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა განაცხადეს, „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს უფლება ოპოზიციური პარტია იყოს, რადგან მისი წევრები არა ხელისუფლების,არამედ საქართველოს ოპოზიციაში არიან. აქციის მონაწილეების თქმით, პარტიის სათავეში ის ადამიანები დგანან, რომლებიც წლების განმავლობაში ქონების უკანონო მიტაცებით იყვნენ დაკავებულები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები