ფინანსთა მინისტრი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი Sinopharm-ის ვაქცინით აიცრა.

Sinopharm-ით 18 წელს ზემოთ მოქალაქეების ვაქცინაცია გუშინ, 4 მაისს დაიწყო.

“სინოფარმის” ვაქცინით გუშინვე აიცრა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე, დღეს კი – შინაგან საქმეთა მინისტრი, მისი მოადგილე და უწყების თანამშრომლები.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები