დავით ზალკალიანი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა

5 მაისს საქართველოს ვიცეპრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა. აღნიშნულთან დაკავშირებით ქვეყნის პირველი დიპლომატი სოციალურ ქსელში წერს.

“მოხარული ვარ, რომ საქართველოს მთავრობის მეთაურ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად მივემგზავრები აზერბაიჯანში, რათა მონაწილეობა მივიღო მაღალი დონის შეხვედრებში და განვიხილო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული, სტრატეგიული პარტნიორობისა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების გზები,” – წერს ზალკალიანი Twitter-ის პირად გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები