გივი მიქანაძე: ნიკა მელია ადამიანურად ძალიან მძიმე სიტუაციაში იმყოფება
“საზოგადოებისთვის ნათელია, რომ ნიკა მელია ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის პირადი ტყვე გახდა, მელია სააკაშვილის მიერ დაწერილი სცენარის მახეში გაება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მელია ადამიანურად ძალიან მძიმე სიტუაციაში იმყოფება.
“საზოგადოებისთვის ნათელია, რომ ნიკა მელია ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის პირადი ტყვე გახდა, მელია სააკაშვილის მიერ დაწერილი სცენარის მახეში გაება, ადამიანურად ძალიან მძიმე სიტუაციაში იმყოფება. მელიასგან გმირის გამოყვანა უნდოდათ, რაც არ შედგა. რეალურად, მელიამ დაინახა, რომ ის ძალიან წამგებიან პოზიციაში მოხვდა იმ ადამიანის გამო, რომელიც ქვეყნის გარეთ არის ძებნილი და პასუხისგებაში მიცემული. მელია ცდილობს, რაღაცნაირად სახე შეინარჩუნოს და საპატიმრო დაწესებულებიდან მისი გამოსვლა ამ ფორმით მოხდეს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.