პაატა იმნაძე: მე იმიტომ ავიცერი, რომ კორონამ არ მომკლას, ვიღაც თუ იმიტომ აიცრა, რომ ევროპაში იმოგზაუროს, ეჭვები გაუჩნდება

“მე იმიტომ ავიცერი, რომ კორონამ არ მომკლას, ვიღაც თუ იმიტომ აიცრა, რომ ევროპაში იმოგზაუროს, ეჭვები გაუჩნდება”, – ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის მოადგილემ, პაატა იმნაძემ კითხვას: “რა შეიცვლება, თუ “სინოფარმს” ჯანმო-ს ავტორიზაცია არ ექნება, შეიქმნება თუ არა მოგზაურობასთან დაკავშირებით შეღავათებზე პრობლემა?”.

იმნაძე იმედოვნებს, რომ “სინოფარმზე” ჯანმო-ს დასკვნა დადებითი იქნება.

“დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ვაქცინაზე ჯანმო-ს დასკვნა დადებითი იქნება. მთავარი მტკიცებულებაა მისი ეფექტურობა და უსაფრთხოება. ეს ვაქცინაცია ქვეყანაში დაიწყო. ახლა მთავარია დრო, დროა გადამწყვეტი, დრო არ უნდა დავკარგოთ.

გააჩნია, ვინ რატომ იცრება. მე იმიტომ ავიცერი, რომ კორონამ არ მომკლას. თუ ვიღაც იმიტომ იცრება, რომ უნდა, ევროპაში იმოგზაუროს, გასაგებია, რომ რაღაც ეჭვები გაუჩნდება.

მოდით, ისიც გავიხსენოთ, რომ ევროპის ტურისტული ინდუსტრიის 10-15% ჩინელი ტურისტებით არის დაკავებული. ისიც გავიხსენოთ, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყანაა უნგრეთი, მგონი, მილიონამდე არის “სინოფარმით” აცრილი. არ  მგონია, უნგრეთის მოქალაქეებს დაუკეტოს ევროკავშირმა ევროპაში გადაადგილება”,- აღნიშნა იმნაძემ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში საუბრისას.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები