ამირან გამყრელიძე: კოვიდპასპორტზე წინასწარი მუშაობა დასრულებულია და ამ კვირაში სამინისტროს კონცეფცია წარედგინება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კოვიდპასპორტზე წინასწარი მუშაობა დასრულებულია.

მისივე თქმით, ამ კვირაში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ჯანდაცვის სამინისტროს კოვიდპასპორტთან დაკავშირებით კონცეფციას წარუდგენს.

“ჩვენთან კოვიდპასპორტზე წინასწარი მუშაობა დასრულებულია. ამ კვირაში ჯანდაცვის სამინისტროს საბჭოს წარვუდგენთ ამ კოვიდპასპორტთან დაკავშირებით კონცეფციას, როგორ მუშაობს კოვიდპასპორტი, შემდეგ წარედგინება საკოორდინაციო საბჭოს და მთავრობა მიიღებს გადაწყვეტილებას.​ კოვიდპასპორტი არის ის დოკუმენტი, სადაც აღინუსხება ელექტრონულ ან ქაღალდის მატარებელზე თქვენი აცრის სტატუსი, გაქვთ თუ არა ბოლო 72 საათში PSR ტესტი ან სწრაფი ტესტი გაკეთებული და მისი პასუხი. ასევე, შესაძლებელია, იქ იყოს, გაქვთ თუ არა გადატანილი დაავადება, ეს განხილვის საგანია. ამის გარკვევა სპეციალური ქიუარ კოდის საშუალებით იქნება შესაძლებელი. ეს არის სერთიფიკატი, რომ თქვენ ორჯერ აიცერით ამა და ამ ვაქცინით”, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები