150-კაციანი სუფრა ტვიშში – “ჯვაროსნულმა მოძრაობამ” აღდგომის მეორე დღეს ჯვარი აღმართა
სოფელ ტვიშში, აღდგომის დღესასწაულის მეორე დღეს, “ჯვაროსნულმა მოძრაობამ” ჯვარი აღმართა.
,,ტვიშში, რიონის პირას, ერთობლივი ძალისხმევითა და ჯაფით აღმართუოლია ჯვარი,”- წერს გრაფიკული დიზაინერი, ,,რიონის ხეობის დარაჯი” დავით სიმონია.
ჯვრის აღმართვას რიონის ხეობის მცველებიც შეუერთდნენ. ადგილზე იმყოფება ცაგერის, ლენტეხისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანეც. პროცესი კოვიდრეგულაციების დარღვევებით წარიმართა, ვინაიდან ჯვრის აღმართვის პარალელურად ტვიშში 150-კაციანი სუფრაც გაიშალა. რიონის ხეობის მცველების მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ადგილზე პირბადეებსაც არ იყენებენ.
ქვეყანაში კოვიდრეგულაციები მოქმედებს, რის გამოც მოქალაქეებს საფლავებზე გასვლაც შეზღუდული აქვთ.