ნინო წილოსანი: ვფიქრობთ, რომ კონსენსუსზე დაფუძნებული ამნისტიის პროექტი გვექნება

“ის ორი ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც ამნისტიას შეეხება, ბიუროს პირველივე სხდომაზე გავა”, – ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა განაცხადა.

მისი თქმით, ფიქრობენ, რომ ამნისტიის პროექტი საბოლოოდ კონსენსუსზე დაფუძნებული იქნება.

„ის ორი ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც ამნისტიას შეეხება, ბიუროს პირველივე სხდომაზე გავა. ვხედავთ, რომ შეთანხმების დოკუმენტი ძალიან მკაფიო ჩანაწერს გვაძლევს როგორც ამნისტიის მიზანზე, ასევე, მის შინაარსზე. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ, საბოლოოდ, კონსენსუსზე დაფუძნებული ამნისტიის პროექტი გვექნება“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები