მედია: ჩინეთის ახალი წყალქვეშა ნავი ისეთ რაკეტას ატარებს, რომელსაც შეუძლია აშშ-ის მთელს ტერიტორიაზე სამიზნეების განადგურება

ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის სამხედრო-საზღვაო ძალების ახალი სტრატეგიული ბირთვული წყალქვეშა ნავი ისეთ რაკეტას ატარებს, რომელსაც აშშ-ის მთელს ტერიტორიაზე სამიზნეების განადგურება შეუძლია.

ამის შესახებ South China Morning Post- ი სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით წერს.

საუბარია 094A “ძინ”-ის წყალქვეშა ნავის პროექტზე, რომელიც წარმოდგენილ იქნა 30 აპრილს, საზღვაო ძალების ფორმირების 72 წლისთავის აღნიშვნის დროს. მას შეუძლია, ატაროს უახლესი მყარი ატომური კონტინენტთაშორისი რაკეტები JL-3, რომლის ფრენის მანძილი 10 ათას კმ-ს აჭარბებს და, ზოგიერთი შეფასებით, 12 ათას კმ-საც აღწევს.

“094A წყალქვეშა ნავი არის 094 ტიპის მისი ანალოგის განახლებული ვერსია, რომლის შექმნის დროს შესაძლებელი გახდა ერთ-ერთი საკვანძო პრობლემის მოგვარება, რომელიც ხმაურს უკავშირდება და ამის მიღწევა ასოცირების ჰიდროკინეტიკური და ტურბულენტური სისტემების გაუმჯობესებით მოხდა. აღნიშნულმა მისცა მას შესაძლებლობა, ატაროს უფრო ძლიერი JL-3 რაკეტები”, – ციტირებს გაზეთი ერთ-ერთ თანამოსაუბრეს.

წყაროს ინფორმაციითვე, მოდერნიზაციამდე ამ ტიპის წყალქვეშა ნავი აღჭურვილი იყო ნაკლებად მძლავრი JL-2 რაკეტით, რომელსაც შეეძლო სამიზნეების განადგურება შეერთებული შტატების მხოლოდ ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. ექსპერტების შეფასებით, JL-3-ს, ისევე როგორც მის წინამორბედს, შეუძლია, ატაროს რამდენიმე ბირთვული ქობინი.

ამჟამად, საზღვაო ძალებს 094 პროექტის ექვსი წყალქვეშა ნავი გააჩნიათ სხვადასხვა მოდიფიკაციაში, იგეგმება ასევე ამავე ტიპის კიდევ ორი ​​სარაკეტო წყალქვეშა ნავის დამზადება, რითაც მოძველებული 092 კლასის გემების ჩანაცვლება მოხდება.

მედია ადრე ჩინეთის გეგმაზე საუბრობდა, რომლის მიხედვით 2020-იან წლებში ქვეყანა ახალი, 096 თაობის პროექტზე მუშაობას დაიწყებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები