შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს თავს დაესხნენ
შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს და ,,მხედრიონის” დაჯგუფების ყოფილ ხელმძღვანელს, თემურ ხაჩიშვილს თბილისის ცენტრში, ვაკეში, შატბერაშვილის ქუჩაზე თავს დაესხნენ.
არსებული ინფორმაციით, ინციდენტში 12 პირი მონაწილებდა.
სავარაუდოდ, შემთხვევა 1993 წელს ზაზა ვეფხვაძისა და გია სვანაძის მკვლელობას უკავშირდება.
ცნობილია, რომ ყოფილი მინისტრი პოლიციამ უკვე გამოკითხა.