ნიკოლოზ სამხარაძე: ამნისტიის კანონპროექტი დარეგისტრირებულია, კეთილი ინებონ, პარლამენტში შემობრძანდნენ და ამ კანონპროექტს ხმა უნდა მისცენ

“ამნისტიის კანონპროექტი დარეგისტრირებულია, კეთილი ინებონ, პარლამენტში შემობრძანდნენ და ამ კანონპროექტს ხმა უნდა მისცენ”, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კანონპროექტზე უარის თქმა შეთანხმების დარღვევად იქნება აღქმული.

„ეს არის შეთანხმების პუნქტების ირგვლივ პოლიტიკური თამაში, რათა ოპოზიციამ რამენაირად გვერდი აუაროს შეთანხმების ამ ნაწილს, მაგრამ დოკუმენტში ამნისტიაზე შავით თეთრზე წერია. ამნისტიის კანონპროექტი დარეგისტრირებულია, კეთილი ინებონ, პარლამენტში შემობრძანდნენ და ამ კანონპროექტს ხმა უნდა მისცენ, სხვანაირად ეს აღქმული იქნება, როგორც ხელშეკრულების ხელმომწერი პარტიების მიერ შეთანხმების დარღვევად“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ დღეს განაცხადა, რომ მათი ინიციატივაა, შეიქმნას საპარლამენტო კომისია იმ პირთა დასადგენად, ვის წინააღმდეგაც 20 ივნისთან დაკავშირებით საქმეა აღძრული.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები