გია გაბრიჭიძე: ,,ნაციონალური მოძრაობა”, როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, უღალატებს თავის რიხიან დაპირებას და პარლამენტში შევა

,,ნაციონალური მოძრაობა”, როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, უღალატებს თავის რიხიან დაპირებას და პარლამენტში შევა”, – ამის შესახებ ჟურნალისტი, გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ნიკა მელიას სურს, ევროპის მასშტაბით გაითქვას სახელი და მწირი რაოდენობის მომხრეებში ჩამოყალიბდეს, როგორც გმირი.

,,ქართული “ოპოზიციური პოლიტიკა” მუხლჩაუხრელად იბრძვის ისეთი სიახლეების დანერგვაზე, რაც ანტიკური ბერძნული დემოკრატიიდან დაწყებული, ბოლშევიკური მეთოდებით დამთავრებული, თავშიც არავის მოსვლია და ამ ახალი “ნარატივის” მამამთავრად ,,ნაცების,, ლიდერი – ნიკანორ მელია მოგვევლინა.
მან სცადა, ერთმანეთში აეთქვიფა კრიმინალური მენტალიტეტი (ვერ დამიჭერთ, გირაოს არ გადავიხდი, ამნისტიას არ მივიღებ) და თუ ჩემ ნაცვლად რომელიმე ევროპული ინსტიტუტი გადაიხდის, მაშინ საპატიმროს დავტოვებ.

იმის კვლევა, თუ რა “ღრმა პოლიტიკური გათვლებია” ამ ქმედებაში არ ღირს, რადგანაც ყველაფერი ძალიან მარტივია.

მას სურს, ევროპის მასშტაბით გაითქვას სახელი და მწირი რაოდენობის მომხრეებში ჩამოყალიბდეს, როგორც გმირი.

პროცესების მიმდინარეობის ლოგიკური შედეგი კი იქნება ის, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა,, როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, უღალატებს თავის რიხიან დაპირებას და პარლამენტში შევა.
შევა და ჯამაგირს უკვე “სუფთა სინდისით” აიღებს.
აი, ეს არის მთელი ამ ქიჩმაჩის ანატომია”, – წერს გია გაბრიჭიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები