რამდენი ადამიანი დარეგისტრირდა Sinopharm-ით ვაქცინაციისთვის

დილის მონაცემებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო Sinopharm-ის ვაქცინაზე რეგისტრაცია ქვეყნის მასშტაბით 6 700-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაზე აქტიური ამ მხრივ თბილისი აღმოჩნდა – დედაქალაქში ჩინურ ვაქცინაზე 4500-მდე ადამიანი დარეგისტრირდა.

„ძალიან აქტიურად დაიწყო რეგისტრაცია ამ ვაქცინაზე, რაც ძალიან სასიხარულოა იმიტომ, რომ ჩვენი მოქალაქეები ხვდებიან, თუ რა მნიშვნელოვანია, ამ ეტაპზე ვაქცინაცია რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ჩაიტაროს ქვეყანაში. განსაკუთრებით აქტიურია თბილისი – 4 500-მდე ადამიანია დარეგისტრირებული დედაქალაქში. რეგისტრაცია რა თქმა უნდა გაფართოვდება და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ვაქცინაცია ქვეყანაში წარმატებით ჩატარდება“, – განაცხადა იმნაძემ.

18 წელს ზევით მოქალაქეებისთვის Sinopharm-ით ვაქცინაციაზე რეგისტრაცია 27 აპრილს, 20:00 საათზე დაიწყო.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები