28 აპრილის მონაცემებით, სრულად ვაქცინირებულია 4397 ადამიანი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 28 აპრილის მონაცემებით, ჯამურად, კორონავირუსის საწინააღმდეგო 41 801 აცრა ჩატარდა.

მათივე ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 4397 ადამიანი.

“აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები