18 წელს ზემოთ მოქალაქეები „სინოფარმით“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის გავლას დღეს 20:00 საათიდან შეძლებენ

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 18 წელს ზემოთ მოქალაქეები „სინოფარმით“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის გავლას დღეს 20:00 საათიდან შეძლებენ.

მათივე ცნობით, ქვეყანაში ,,სინოფარმით,, ვაქცინაციის პროცესი მაისიდან დაიწყება.

“სინოფარმის“ ვაქცინა 35 ქვეყანაშია აღიარებული და ჩინეთის მწარმოებლებს სხვადასხვა ქვეყანაში 200 მილიონზე მეტი დოზა აქვთ გაცემული.

აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ რეგისტრაციის პორტალს: https://booking.moh.gov.ge/

რეგისტრაციის ინსტრუქცია:https://fb.watch/4c2mI8hKtj/

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ცხელი ხაზი – 15 22 ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 09:00 საათიდან 23:00 საათამდე მუშაობს.

ვაქცინაცია ამცირებს დაინფიცირების, ავადობისა და სიკვდილიანობის რისკს.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას!”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები