არმაზ ახვლედიანი: ძირეული რეფორმებისა და ცვლილებების დრო დგება

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, არმაზ ახვლედიანმა პლენარულ სხდომაზე გამოთქვა სურვილი, საქართველოში ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ საბოლოოდ დასრულდეს დრო, როცა სხვისი გათვალისწინება პოლიტიკაში მოსულებს არ შეეძლებათ.

„მას შემდეგ, რაც პოლიტიკაში ვარ ჩართული, ვხედავ იმას, რომ უკაცრავად, მაგრამ ერთი დიდი და უსაშველოდ უკულტურობაა. როცა სხვისი გათვალისწინება ადამიანს არ შეუძლია, ამას არაფერი სხვა არ ჰქვია, თუ არა უკულტურობა, მე კარგად ვხვდები, რამდენი შანსი გაუშვა ბოლო ათწლეულების განმავლობაში საქართველომ, რომ მოგვეხერხებინა სხვისი გათვალისწინება მაშინ, როცა შენ მიერ სხვის გათვალისწინებას აზრი და ფასი, თორემ მერე, როცა გადადგები, მერე, როცა დაგემშვიდობებიან ან მერე, როცა წახვალ და ამ სკამს სხვა დაიკავებს, ამას ფასი ნაკლები. არ იფიქროთ ახლა, თქვენკენ რომ ვიყურები მანდამაინც თქვენ გულისხმობთ. არა, ბევრ სხვასაც წარსულში და იქნებ მომავალშიც. დღეს აქ სხვებთან ერთად ჩემი შემოსვლის ერთადერთი ახსნა, ერთადერთი გამართლება ისაა, რომ მინდა ყველასთან ერთად, ვისაც ეს სურვილი ამოძრავებს, მოვახერხოთ, რომ საქართველოში ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ საბოლოოდ დასრულდეს დრო, როცა სხვისი გათვალისწინება პოლიტიკაში მოსულთ, არ შეგვიძლია, იქნება ეს ოპოზიციონერი, თუ უბრალოდ სხვა ადამიანი, მედიის წარმომადგენელი თუ თუნდაც დამნაშავე.

კულტურის სამინისტრო ხომ გვაქვს საქართველოში? ზოგჯერ მგონია, რომ წლების განმავლობაში ეს სამინისტრო თეატრებისა და კინოს სამინისტროა. მაგრამ კულტურა კიდევ სხვა რამ არის, მოგეხსენებათ, განფენილი რამ არის. კულტურა არის ასევე სხვისი გათვალისწინების კულტურა, უარის თქმის კულტურა. მე ძალიან მინდა, რომ ხვალ თუ არა, ზეგ საქართველოში შევქმნათ (არც კი მინდა ვთქვა, რომ შეიქმნას, რადგან თავისთავად, ძალისხმევის გარეშე ის ვერ შეიქმნება) გარემო, სადაც იქნებიან ისეთი პოლიტიკოსები არჩეული საკრებულოებში, პარლამენტში, ვისაც შეუძლია დინების საწინააღმდეგო მიმართულებით სვლა და ვის წესიერებაზე არ იქნება მხოლოდ დამოკიდებული ის, მოიპარავს თუ არ მოიპარავს, არამედ სისტემურად იქნება ეს მოგვარებული. ასე რომ, ძირეული რეფორმებისა და ცვლილებების დრო დგება”, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები