ლადო კახაძე: მე არ ვიცი, პოლიტიკური დევნა როგორ ხორციელდება, მაგრამ ვირუსი რომ დაგვდევს თითოეულ ჩვენგანს, ეს ვიცი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლადო კახაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას პანდემიასა და პრევენციულ ღონისძიებებზე გაამახვილა ყურადღება.

“მე არ ვიცი, პოლიტიკური დევნა როგორ ხორციელდება, მაგრამ ვირუსი რომ დაგვდევს თითოეულ ჩვენგანს, ეს ვიცი. გთხოვთ, გაუფრთხილდით ერთმანეთს, ნიღაბი გაიკეთეთ, პატივი ეცით გარე სამყაროს, გონიერი ნაბიჯი გადადგით, აიცერით და თქვენ ყველა პირობას შექმნით იმისათვის, რომ უსაფრთხო ქვეყანაში იღვაწოთ. თქვენც კარგი სტუმარი იყოთ და კარგი მასპინძელი შემოსული სტუმრებისთვის”, – განაცხადა კახაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები