ბადრი ჯაფარიძე: დღეს უნდა გათავისუფლდეს გიორგი რურუა

შეთანხმების ხელმომწერი ოპოზიციური პარტიები პარლამენტში მივიდნენ.

“ლელოს” ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ დღეს უნდა გათავისუფლდეს პატიმრობაში მყოფი გიორგი რურუა.

მისივე თქმით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები პარლამენტში დღეს სწორედ ამისთვის მივიდნენ.

“დღეს უნდა გათავისუფლდეს რურუა. ჩვენ შემოვედით დღეს იმისათვის, რომ დავრეგისტრირდეთ და ამით გავათავისუფლოთ ერთი ადამიანი ციხიდან და დავიწყოთ ზრუნვა იმაზე, რომ მეორე ადამიანიც გამოვიყვანოთ ციხიდან.

არცერთ შემთხვევაში არანაირ ამნისტიის კანონს არ დავუჭერთ მხარს, რომელიც შესაძლებელია, შეიცავდეს ოდნავ მაინც რისკს, რომ შესაძლო დამნაშავეებმა თავი აარიდონ პასუხისმგებლობას. ასეთ კანონს ჩვენ მხარს არ დავუჭერთ. მელია თანახმაა, რომ ევროკავშირის მიერ უპრეცედენტო
შეთავაზება გამოყენებული იქნას, ამიტომ, მე მივესალმები მის ამ გადაწყვეტილებას და იმედი მაქვს, რომ ეს მექანიზმი ამუშავდება და ნიკა გამოვა”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები