ავიაკომპანია Georgian Airways-მა სატვირთო გადაზიდვების შესრულება დაიწყო
ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი სამგზავრო ავიარეისებთან ერთად სატვირთო გადაზიდვებს განახორციელებს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანია Georgian Airways-ის ახალი საჰაერო ხომალდის, Boeing 737-800-ის საფრენად ვარგისობის სერთიფიცირების პროცესი დაასრულა და თვითმფრინავი სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში დაარეგისტრირა, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, Boeing 737-800 (ამოსაცნობი ნიშანი 4L-TIG) ტიპის საჰაერო ხომალდი მოდიფიცირებულია კარგო გადაზიდვების განხორციელებისთვის და ავიაკომპანიის მიერ სააგენტოში წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, ჩარტერული სატვირთო რეისების შესრულებაზე იქნება ორიენტირებული. პირველ სატვირთო ავიარეისს თბილისი – ურუმჩი – თბილისის მიმართულებით Georgian Airways-ი დღეს ასრულებს, – აღნიშნულია ინფორმაციაში.