დავით მათიკაშვილი: საპარლამენტო საქმიანობის კარი არის ღია, დესტრუქციის დრო დასრულებულია

 

“საპარლამენტო საქმიანობის კარი არის ღია, დესტრუქციის დრო არის დასრულებული”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ კარგად დაინახეს, რომ დესტრუქციის გზა კრახით დასრულდა.

„ჩვენ შეთანხმების ახალ ტიპზე, რა თქმა უნდა, არ მივდივართ. ჩვენ ვართ ერთგულნი იმ შეთანხმებისა, რომელიც შედგა უკვე მხარეთა შორის და დარჩენილია მხოლოდ შეთანხმების აღსრულება. ძალიან საინტერესოა ის პოზიცია, რომელიც ჩვენ ციხიდან მოვისმინეთ გუშინ. თუკი ნიკანორ მელიას სურს გირაოს გადახდა, მაშინ რატომ ელოდება ის ევროკავშირის ფულს, ეს გაუგებარია ჩემთვის და საზოგადოებისთვის. გაუგებარია ისიც, რომ როცა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ კარგად დაინახსს, რომ რეალურად კრახით დასრულდა დესტრუქციის გზა, დღეს აბნეულ და არათანამიმდევრულ განცხადებებს ვისმენთ. რეალურად საქმე შემდეგშია – საპარლამენტო საქმიანობის კარი არის ღია, დესტრუქციის დრო არის დასრულებული და საზოგადოებამ კარგად დაინახა, რომ დესტრუქცია მარცხით დასრულდა. ამიტომ ერთადერთი სწორი გამოსავალია ის, რაც დღეს პარლამენტში ხდება, საპარლამენტო მუშაობის განახლება“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები