პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე კახა კუჭავას კანდიდატურას დღეს განიხილავენ
საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე კახა კუჭავას კანდიდატურას საპარლამენტო უმრავლესობა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე წარადგენს. უკვე ყოფილ თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს კი ვიცესპიკერად დღესვე დაამტკიცებენ.
თავმჯდომარისა და ვიცესპიკერის ასარჩევად 76-76 დეპუტატის ხმაა საჭირო.
პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი არჩილ თალაკვაძემ 24 აპრილს დატოვა.