ზუგდიდში მამაზე ძალადობის ბრალდებით 40 წლამდე ქალი დააკავეს.
კონფლიქტის ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა, ქალი დაკავებულია.
როგორც ,,კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.