გიორგი ღიბრაძე: ყველაზე ცუდი სცენარისთვისაც კი ქვეყანა მზად იქნება

“ეპიდვითარების გაუარესების გათვალისწინებით, პრემიერის დავალებით, ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა გეგმა როგორც დამატებითი საწოლფონდის მობილიზების, ასევე, მედიკამენტების, ჟანგბადის თუ ტესტების მარაგის კუთხით”, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ვითარება კონტროლს ექვემდებარება.

“სახეზეა ინფიცირების ზრდის დინამიკა როგორც მსოფლიოში, ისე, საქართველოში. ასევე, მზარდია ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც. აღნიშნულის გათვალისწინებით, პრემიერის დავალებით, ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა გეგმა, როგორც დამატებითი საწოლფონდის მობილიზების, ასევე, მედიკამენტების, ჟანგბადის თუ ტესტების მარაგის კუთხით და შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ყველაზე ცუდი სცენარისთვისაც კი ქვეყანა მზად იქნება. ვითარება კონტროლს ექვემდებარება და მთავრობა სრულად მართავს პროცესს”, – განაცხადა ღიბრაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები