იაგო ხვიჩია: არც თალაკვაძესთან მიჭირდა კომუნიკაცია და დარწმუნებული ვარ, არც კუჭავასთან გამიჭირდება

პარლამენტის წევრი, “გირჩის” ლიდერი, იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ მას “ქართული ოცნების” შიგნით მიმდინარე პროცესები ნაკლებად აინტერესებს.

ხვიჩიას თქმით, მას არც არჩილ თალაკვაძესთან უჭირდა კომუნიკაცია და არც კახა კუჭავასთან გაუჭირდება.

“ქართული ოცნების” შიგნით მიმდინარე პროცესები ნაკლებად მაინტერესებს. თვითონ რა მიზეზიც თქვეს ცვლილებებზე, შესაძლოა, მანდაც იყოს სიმართლის მარცვალი და სხვა რამეც იყოს დამატებული. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ამას დავინახავთ, როდესაც პარლამენტში შევალთ. მე არც ბატონ თალაკვაძესთან მიჭირდა კომუნიკაცია და დარწმუნებული ვარ, არც ბატონ კუჭავასთან გამიჭირდება”, – აცხადებს იაგო ხვიჩია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები